საქართველო

From eRepublik Official Wiki
Jump to: navigation, search
Languages: 
EnglishIcon-English.png
ქართულიIcon-Georgia.png
РусскийIcon-Russia.png
საქართველო
Flag of საქართველო   საქართველო Coat of Arms
General
General rank 27
Anthem
თავისუფლება
Tavisupleba
(Freedom)
Motto
ძალა ერთობაშია
Dzala Ertobashia
(Strength is in Unity)
Demographics
Language ქართული
Population 676
Politics
President Sebastian Vettell
Party Erovnul-Demokratiuli Partia
Economics
Currency Flag-Georgia.png ქართული ლარი (GEL,)
Minimum salary 45.00 ₾
Average salary 213.75 ₾
Military
Territories 0

Map of eRepublik

Last update 30/05/2017

Icon-Georgia.png საქართველო (English: Georgia) არის სამხრეთ კავკასიის ქვეყანა.
დასავლეთიდან ესაზღვრება Icon-Ukraine.png უკარინა ჩრდილოეთიდან ესაზღვრება Icon-Russia.png რუსეთი, სამხრეთიდან Icon-Turkey.png თურქეთი და Icon-Iran.png ირანი.

Icon history.png ისტორია

საქართველო eRepublik-ს დაემატა ბოლო განახლბისას მაისი 22, 2014. დასაწყისში ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ეს მოსახლეობის სიმცირით გამოიხატებოდა, რის გამოც ე-ისტორიის საწყის ეტაპზე მრავალი ომი და დამპყრობელი დაატყდა თავს, პირველი დამბყრობელი ქვეყანა, რომელიც ჩვენს საზღვრებთან გამოჩნდა იყო ბულგარეთი. მან იმ დროისთვის ქვეყნის 5 რეგიონიდან 4 დაიბყრო, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მტრების თვალში აფხაზეთი იჩენდა, სადაც იმ დროისათვის უიშვიათესი რესურსი რეზინი მოიპოვებოდა. მიუხედავად ამისა ქვეყნის მოსახლეობის ერთიანობის და მწყობრი ნაბიჯების მეშვეობით მოხერხდა სიტუაციის განმუხვტვა და ქვეყნის ნელი, მაგრამ შესამჩნევი პროგრესი დაიწყო. თავდაპირველად სიტუაციის განმუხვტის გზაზე უკარინის დახმარებასთან ერთად ქვეყანას თურქეთთან მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება დაეხმარა, რამაც დაასტაბილურა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, ამ ეტაპისთვის საქართველო აკონტროლებდა საკუთარი ტერიტორიის 80%-ს გარდა აფხაზეთისა, რომელიც თურქეთს გადაეცა იჯარის ხელშეკრულებით, ითვალისწინებდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარების აღმოჩენას, ხოლო თურქეთი იარაღის წარმოებისთვის აუცილებელ და უიშვიათეს რესურსს რეზინს იღებდა. უნდა ითქვას, რომ არსებულ ე-ისტორიაში თურქეთთან მოკავშირეობა იყო ყველაზე კარგი და პროდუქტიული ნაბიჯი, რაც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ გადადგა. ამ მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა განვითარების. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თურქეთ საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა სულ უფროდაუფრო ღრმავდება. ამასთანავე არსებულმა საგარეო კურსმა გაგვიჩინა ნამდვილი მეგობრები საერთაშორისო ასპარეზზე.

2015 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ, რაც თამაშსს ახალი ფუნქცია დიქტატურა დაემატა მოქალაქეების მცირე ჯგუფმა მოახდინა გადატრიალება და სამხედრო გზით დაამხო არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება. იმ დროისათვის ქვეყანას რესპუბლიკური პარტია მართავდა კოალიციურ მთავრობასთან ერთად პრეზიდენტი SuperManteX. რომელთაც დაუპირისპირდა ეროვნულ დემოკრატიული პარტია და გაერთიანებული ქართული პარტია (EDP-UGP) R.P.McMurphy-ის ლიდერობით, რომლის შედეგადაც ქვეყნიაში დამყარდა დიქტატურა. მთავარი მიზეზი მთავრობის არაპროდუქტიული მუშაობა და გარე საფრთხეების განეიტრალება სახლდებოდა. ამ ყველაფერმა დიდი პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია რის შედეგადაც R.P.McMurphy-მ დიქტატორის თანამდებობა დაკავებიდან 24 საათში დატოვა. მის შემცვლევად კი დიქტატორად Tomm Hagen-ი დაინიშნა. მან შერეული მმართველობის ფორმას დაუდო სათავე, რომლის დროსაც დიქტატორი დიქტატორბდა მაგრამ არ მართავდა, ანუ ქვეყანას პრეზიდენტი მთავრობა და სენატი მართავდა. 3 თვიანი მმართველობის შემდეგ დიქტატურა ისევ სამხედრო გადატრიალების გზით დაემხო და ქვეყნის მოქალაქეთა შორის პირველი განმათავისუფლებელის მედალი მიიღო Georgian Shield-მა, მაგრამ 10 დღეში მანვე მოახდინა ხელმეორე გადატრიალება და კვლავ დიქტატურა დაამყარა, მაგრამ მმართველობა მხოლოდ ერთი თვით შეინარჩუნა. საბოლოოდ დიქტატურა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა, რომლის შემდეგაც ქვეყანა კვლავ დემოკრატიული პრინციპით იმართება, რამაც მეტად გამოაცოცხლა შიდა პოლიტიკური სიტუაცია.2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში რეგიონში მეტად რთული გეოპოლიტიკური გარემო შეიქმნა და ქვეყანა 3 თვიან ომში ჩაება მოკავშირეებთან ერთად. საბოლოოდ ომი სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად დასრულდა. ომის დასრულებიდან მალევე პლატომ რესურსების ომის ტურნირი მოაწყო, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა. საქრთველომ შეძლო და მიიღო ის რესურსები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესს ატარებდა. რესურსების ომის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უიშვიათესი სახლის ნედლულის 90% ბონუსი და აგრეთვე 30% იარაღის რესურსი მიიღო რეზინის სახით. სახლის რესურსის არეალმა მთელი აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია მოიცვა, რის შედეგადაც ამ რეგიონებს აღარ შეეძლოთ აღნიშნული რესურსების აღება. დადებით ეფექტს და სტრატეგიულ გათვლას მეზობელი იმპერიების გაღიზიანება და საქართველოზე იერიში მოყვა. ამ იერიშის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ მოკავშირე ქვეყანას 30% იარაღის რესურსი მისცა (ხორვატია) რის სანაცვლოდაც გარკვეული უსაფრთხოების დივიდენდები მოიპოვა და რესურსების ომის დასრულების თანავე ქვეყანაზე სამხედრო იერიში არ განხორციელებულა. რამოდენიმე კვირა მოჩვენებითი სიმშვიდის დასრულების შემდეგ საქართველო, როგორც მოსალოდნელი იყო იმპერიების სამიზნე გახდა, კერძოდ ასტერიის წევრი ქვეყნების რუმინეთი და სერბეთი. მათ სიძლიერეს თან დაერთო ადმინების მიერ დამატებული ახალი სასაჩუქრე შეკვრა „მავერიკ-ფაქ“-ი რაც ძლიერ მოთამაშეებს აძლევს საშუალებას შეცვლაოდ დივიზია. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაასუსტა ჩვენი ქვეყნის და ალიანსის შესაძლებლობა წინ აღდგომოდა აგრესიულ შეტევას და საკუთარი თავი დაეცვა მტრისაგან. პირველ რიგში ეს სასაჩუქრე შეკვა დარტყმა იყო პატარა და ახალი ქვეყნებისთვის რომლებსიც ძირითადად წინააღმდეგობას დაბალ დივიზიებში უწევდნენ მტერს. დივიზიის ცვლილებამ კი ეს წინააღმდეგობაც მოკლა. პარარელურად ადმინების უმრავლესობა რუმინელი არის რამაც ასევე გავლენა იქონია შედეგზე. შედეგი კი საქართველოს და ხორვატიის სრული გაქრობა გახდა. 2 წლიანი შრომის შედეგად მიღწეული განვითარება სრულად დაიკარგა, მოკვდა ქვეყანა და მოსახლეობამ ემიგრაციას ან თამაშისთვის თავის დანებებას მიჰყო ხელი. 3 თვიანი განადგურების შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილამა მცირე ჯგუფმა მოახერხა მოლაპარაკების გზით ქვეყნის 2 რეგიონის გათავისუფლება (იმ რეგიონების სადაც ბონუსები არ იყო) და ხელშეკრულების გაფორმება, რასაც დიდი წინააღმდეგობა მოყვა მოსახლეობის დიდ ნაწილში, მაგრამ მთავრობამ აღნიშნული შედეგი საუკეთესდო ჩათვალა. ქვეყნის 2 რეგიონის გათავისუფლებას თან დაერთო რუმინეთის და მისი მოკავშირეების დაპირისპირება, მეორე ძლიერი ქვეყნების ჯგუფთან რომელიც საბერძნეთს, ბრაზილის, არგენტინას და თურქეთს აერთიანებს, თავიანთ მოკავშირეებთან ერთად „ადრიატიკის“ ქვეყნებში. ამ დაპირისპირებამ დიდი ცვლილებები უნდა მოიტანოს მაგრამ შედეგი ჯერ ბუნდოვანია.

Icon-social-mic-home.gif საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია, გარდა ამისა არიან უცხოელები ძირითადად თურქები და უკრაინელები.

Icon - Forums.png ენა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა საკომუნიკაციოდ იყენებს ქართულ ენას. ქართული ენა გამოიყენება ბეჭდური მედიის მიერ, ხოლო სამთავრობო უწყებეი და ქვეყნის მოსახლეობა უცხოელებთან საკონტაქტოდ იყენებს ინგლისურ ენას, რომელიც გამოყენების მაჩვენებლით მეორე ენაა საქართველოში.

Icon allcountries.gif გეოგრაფია

საქართველო ამ დროისათვის ფლობს 6 რეგიონს, აქედან 5 საკუთარი ისტორიულ რეგიონია ესენია: შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, დასავლეთ საქართველო, აფხაზეთი და ჩრდილოეთ სომხეთი.

Icon taxes.gif ეკონომიკა

საქართველო განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა, მისი ეკონომიკა ძირითადად მომხმარებლური სახისაა. რესურსების შესაბამისად აწარმოებს დიდი რაოდენობით საკვებს და ექსპორტზე გააქვს სამაგიეროდ უცხოეთიდან ყიდულობს იარაღს და იშვიათად სახლის საწარმოებელ ნედლეულს. უსაფრთხოების მხრივ ქვეყანა ჯერ კიდევ დამოკიდებულია მოკავშირე სახელმწიფოებზე, ამიტომ უჭირს დიდი რაოდენობით ტერიტორიების დაბყრობა და შესაბამისად ეკონომიკის სხვა დარგების განვითარება.

Icon-taxes.gif გადასახადები

ეს გრაფა აჩვენებს საქართველოში არსებულ გადასახადებს და დაბეგვრის %-ს.

Product Work Tax Import Tax VAT
Icon - Food Q3.png Food 3% 1% 1%
Icon - Weapon Q2.png Weapon 3% 1% 1%
Icon - Aircraft Q1.png Aircraft weapon 3% 1% 1%
Icon - Moving ticket Q3.png Moving ticket 3% 98% 25%
Icon - House Q3.png House 3% 98% 25%
Raw material Work Tax Import Tax VAT
Icon - Food Raw Materials.png Food raw material 3% 50% -
Icon - Weapon Raw Materials.png Weapon raw material 3% 50% -
Icon - Aircraft Weapon Raw Materials.png Aircraft weapon raw material 3% 1% -
Icon - House Raw Materials.png House raw material 3% 10% -

Icon skill land.gif ბუნებრივი რესუსები

საქრთველოს ქავს 6 რესურსი, 6 რეგიონიდან აქედან 5 ისტორიული და 1 დაპყრობილი (სომხეთის ტერიტორია)

Icon embargo.gif სავაჭრო ურთიერთობა

საქართველოს არ აქვს სავაჭრო ურთიერთობა გაწყვეტილი არცერთ ქვეყანასთან:

Icon-politics-mic-home.gif პოლიტიკა

Icon position country president.gif პრეზიდენტები

Icon - Congress.jpg კონგრესი

ეს გრაფა გვიჩვენებს პოლიტიკური პარტიების ქვოტების განაწილებას საქართველოს პარლამენტში 2016 წლის აგვისტო/სექტემბერი მონაცემებით.

პარტიის სახელი მიღებული პროცენტი მოპოვებული ქვოტა
გაერთიანებული ქართული პარტია 0% 0
მოძრაობა თავისუფალის საქართველო 0% 0
ეროვნულ დემოკრატიული პარტია 0% 0
სოციალური თანასწორობა 0% 0
საქართველოს ნაციონალური ფრონტი 0% 0

Icon position party president.gif პოლიტიკური პარტიები

საქართველოში რეგისტრირებული, პოლიტიკური, პარტიების წევრთა რაოდენობა 2016 წლის მაისის მონაცემებით.

რანგი წევრთა რაოდენობა პარტია ლიდერი ეკონომიკური მიმართულება სოციალიური მიმართულება ლინკი და აბრევიატურა
2 39 სოციალური თანასწორობა NacistGeo ულტრა-მემარცხენე ანარქისტული SEP
3 34 გაერთიანებული ქართული პარტია Tomm Hagen ულტრა-მემარჯვენე ტოტალიტარული UGP
6 16 საქართველოს რესპუბლიკური პარტია M A N T E X ულტრა-მემარცხენე ტოტალიტარული RPG
5 18 საქართველოს ნაციონალური ფრონტი W A R R I O R ცენტრისტული ავტორიტარული NFG
7 11 ქრისტიან დემოკრატიული კავშირი Jimmy Levy ცენტრისტული ლიბერალური CDU
4 33 ეროვნულ დემოკრატიული პარტია R.P.McMurphy მემარცხენე ლიბერალური EDP
8 12 საქართველოს დემოკრატიული პარტია Bingo o მემარცხენე ლიბერალური DPG
1 65 მოძრაობა თავისუფალი საქართველო TomKranich ულტრა-მემარცხენე ტოტალიტარული FGM
9 15 ახალი პოლიტიკური ცენტრი Sebastian Vettell --- --- NPC


2014

2015

2016

Icon general manager.gif მთავრობა

მთავრობა არის ქვეყნის მართვის უმაღლესი ორგანო, რომელიც არიჩევა მოსახლეობის მიერ საყოველთაო არჩევნების გზით. კონსტიტუციის მიხედვით გათვალისწინებულია ორი საყოველთაო არჩევნები: ერთი საპრეზიდენტო და მეროე საპარლამენტო. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ყოველი თვის 5 რიცხვში, არჩეული პრეზიდენტი აყალიბებს სამთავრობო გუნდს და მართავს ქვეყანას ერთი თვის ვადით. საპარლამენტო არჩევნები ტარდება ყოველი თვის 25 რიცხვში, რომლის მიხედვითაც აირჩევა 40 კონგრესმენი და კომპლექტდება პარლამენტი, პარლამენტს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს პრეზიდენტს მტავრობას და გადააყენოს იგი, ასევე ჩააგდოს მთავრობის და პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტები. თუ ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში მოვიდა დიქტატორი ამ შემთხვევაში ყველა კონსტიტუცურ ორგანოს ფორმალური ფუნქცია აქვს ხოლო რეალურ ძალაუფლებას მხოლოდ დიქტატორი ფლობს, მას შეუძლია გამოუცხადოს ომი ნებისმიერ ქვეყანას და სხვა.

მოქმედი მთავრობა

აგვისტო 2016

  • დიქტატორი ---
  • პრეზიდენტი : Georgian Shield (FGM)
  • პრემერ მინისტრი : The Georgian Legion (FGM)
  • თავდაცვის მინისტრი : Cavea. (FGM)
  • საგარეო საქმეთა მინისტრი : Sebastian Vettell (NPC))
  • ეკონომიკის მინისტრი (გუბერნატორი) : H3Ctic (FGM)
  • განათლების მინისტრი : Legend of gvangvalo (EDP)

Icon-military-mic-home.gif სამხედრო საქმე

„რუთის“ წევრები

საქართველო იყო სამხედრო პოლიტიკურ ალიანს რუთის წევრი, რომელიც შეიქმნა 2014 წლის 23 ივლისს და დაიშალა 2015 წლის 15 აპრილს. ალიანსმა თავისი არსებობის, რამოდენიმე თვის მანძილზე დიდი დახმარება გაუწია ქვეყანას, რაც მთავარია შესძინა მრავალი ახალი მოკავშირე და პარტნიორი, რუთის როგორც სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის გაქრობა 2015 წლის იანვარში, ერთობლივ შეტევებს ანხორციელებდნენ საქართველო, უკრაინა და ლიტვა. საქართველომ წარმატებული ავია იერიში მიიტანა ახალ ზელანდიაზე და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა პერუზე ავია იერიში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ შეძლო რამოდენიმე რაუნდის მოგება და მათ შორის ეპიკ ბრძოლებიც მოიგო ომში დამარცხდა. საქართველოსთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს 2015 წლის შემოდგომა, როდესაც ქვეყანამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ქვეყნის წარმატებული ავია იერიში ბალკანეთის ნახევარ კუძულზე და საქართველოს მიერ სერბეთის ერთერთი რეგიონის დაბყრობა (სერბეთი მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანაა, ეკონომიკით და სამხედრო პოტენციალით, იგი ასევე არის ალიანს ასტერიის ლიდერი, რომელიც მსოფლიო რესურსების 70%-ს ფლობს). მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის შენარჩუნება დიდი ხნით ვერ მოვახერხეთ. ბალკანეთიდან დაბრუნების შემდეგ ქვეყანამ გადაწყვიტა ტერიტორიის გაფართოება მეზობელი სომხეთის და არც თუ ისე შორეული ისრაელის ტერიტორიების ხარჯზე. ორივე შემთხვევაში მიზანი მიღწეული იქნა და ქვეყანამ დამატებით 7 რეგიონი აიღო სამართავად. წლის ბოლოს კი ქვეყანამ მიწვევა ახალ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებაში მიიღო და ალიანს ტრიპოდს შეუერთდა, რომელიც ამჟამად ორ ქვეყანას საქართველოს და ტაილანდს აერთიანებს. ტრიპოდის დაშლის მიზეზი წევრი ქვეყნების შეთანხმება და ახალ ალიანსში გაწევრიანება გახდა რომელიც ხორვატიის თაოსნობით შეიქმნა და მასში საქართველოს ძველი და უცვლელი მოკავშირე ქვეყნები გაერთიანდნენ. ახალ ალიანსს სახელად „ადრიატიკა“ ეწოდა.

2015 წლის ბოლო კვირა და 2016 წლის დასაწყისი ჩვენი ქვეყნისა და ალიანსისთვის არც თუ ისე სახარბიელო გამოდგა, ქვეყანას მოკავშირეებთა ერთად კვლავ მოუწია ასტერიასთან დაპირისპირება ამ შემთხვევაში ირანის სახით. ომის საწყის ეტაპებზე თურქეთ ირანის ომები პინგ-პონგის სახე ქონდა და ამ ომს გამოკვეთილი ლიდერიც არ ყავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ირანის დასახმარებლამ ასტერიამ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა, გამარჯვების ვექტორიც მის მხარეს გადაიხარა, ომის საქყის ეტაპზე მოკავშირეების დახმარებით საქართველომ შეძლო პერუს ავია იერიშის მოგერიება, და სრული კონცენტრაცია ირანის დაბყრობის სომხეთზე გადაიტანა, პარარელურ რეჟიმში კვიპროსმა მოახდინა წარმატებული ავია იერიშის გამხორცილება და საკუთარი შეიარაღებული ძალები დასვა ირანის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ძალები ისევ გათანამრდა, მაგრამ კვიპროსი მალევე გამოეთიშა ომს, რადგანაც თურქთში შიდა არეულობამ და მოქალქეების გაყოფამ იმძლავრა. საბოლოო ჯამში ირანმა მოახერხა თურქეთის სრული ოკუპაცია, მაგრამ საქართველომ შეძლო სომხეთის და მის ხელთ არსებული ყველა მიწის შენარჩუნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა მოკავშირე ქვეყანას და ომის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოახერხა თურქეთის დახმარება და მისი ერთერთი რეგიონის გათავისუფლება, საკუთარი რეგიონების დათმობის ხარჯზე, მაგრამ კარგად დაწყებული ოპერაცია საკმაოდ ცუდად წარიმართა, ქვეყანამ დაკარგა ყველა რეგიონი ისრაელსა და სომხეთში. ამასთანავე ირანმა ასტერიასთან ერთად მოახერხა თურქეთის კვლავინდებური ოკუპაცია, ხოლო ბრაზილიამ სომხეთის (ირანის მოკავშირე და ალიანს ასტერიის ერთერთი ლიდერი ქვეყანა). რის შედეგადაც საქართველოს გაუმეზობლდა და საქართველოსთან ომი წამოიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა საქართველოს და მოკავშირე ქვეყნების ერთობლივი მცდელობა მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, რამოდენიმე თვიანი ოკუპაციის შემდეგ ხორვატიამ მოახერხა საკუთარი მიწების გათავისუფლება, ტაილანდმა მოიგერია სერბეთის თავდასხმა. ასტერიის და ირანის მოკავშირე ქვეყნების აქტიურობით მოხერხდა ირანის გავლენების გაზრდა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, ირანის დასახმარებლად ჯერ ბრაზილიამ განახორციელა ავიადარტყმა განხორციელა სომხეთზე, რათა მოეხდეინა საქართველოს ოკუპაცია, პარალელურად ირანი აგრძლებდა შეტევებს თურქეთის რესპუბლიკაზე და რამოდენიმე დღეში საქართველო ბრაზილიის მიერ ხოლო თურქეთი ირანის მიერ იქნა ოკუპირებული. თურქეთის და საქართველოს დასახმარებლად უკრაინამ გარაწყვიტა ომის გამოცხადება ირანისთვის, მაგრამ ბულგარეთის ხელისუფლების სწრაფი კონტრშეტევის შედეგად უკრაინასა და ირანს შორის საერთო საზღვარი ჩაიკეტა და უკრაინას ბულგარეთან მოუწია ომის გაგრძელება. იქედან გამომდინარე, რომ ბულგარეთსა და უკრაინას შორის დაწყებული ომი არ იყო პრევენციული ხასიათის და მიზნად ისახავდა უკრაინა ირანის საზრვრის ჩაკეტვას, ომი მალევე დასრულდა. რამოდენიმე დღის სემდეგ საქართველოს ხელისუფლების კოორდინირებული და აჯანყებებსი შემდეგ ბრაზილიის გავლენა შესსუსტდა საქართველოზე, რადგანაც აშკარად კარგავდა სადავეებს ბრაზილია კავკასიაში, ირანის დასახმრებლად ავიაიერიშები განახორციელეს სერბეთმა და პერუმ. სერბეთმა განახორციელა ავიაიერიშით აფხაზეთი დაიკავა, ხოლო პერუ ჩენტრალურ სომხეთში განთავსდა საკუთარი ალტირელით. სერბთის და პერუს საჯარისო შენაერთბეის გადმოსროლა ჩვენს რეგიონში ირანის პროზიციებსი შესუსტებას მოასწავებდა, ირანი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებდა, მან დაკარგა თურქეთი და საქართველოც, მაგრამ მანანდე ირანის ეისტორიის მანძილზე პირველად რესურსების მაქსიმალურ ბონუსზე წვდომა მოახერხა. ირანმა მიიღო სახლის, იარაღის და საჭმლის 100%-იანი ბონუსები. მართალია ერთი დღით მაგრამ მაინც ისტორიული მოვლენა მოხდა ირანის ეისტორიაში. სერბეთის და პერუს გადმოფრენის პარალელურად, საქართველოს და თურქეთის მოკავშირე ქვეყნებმაც განახოციელეს სამხედრო ტაქტიკური შეტევები ირანის მოკავშირეებზე რომლის, შედეგადაც დიდი მატერიალური ზარალი ადგებოდა ორივე მხარეს. ბოლოს ისე გამძაფრდა სიტუაცია რომ საქართველოს/თურქეთს და ირანს შორის გაფორმადა თავდაუსხმელობის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანს რჩებოდა სომხეთის სამი რეგიონი (ასევე დიქტატურა) საქართველოს სომხეთის ერთი რეგიონი და ირანისგან დამატებით სამ რეგიონს იღებდა თურქეთი აგრეთვე სახმელეთო კავშირის შედეგად თურქეთი დაიპყრობდა არაბთა გაერთიანებულ სემიროებს.

საქართველო/თურქეთ-ირანის ომის დასრულების შემდეგ ადმინისტრაცია მიიღო გადაწყვეტილება დაწყებულიყო რესურსების ომის ახალი ეტაპი და დაემატა ახალი საავიაციო წარმოება. რესურსების ომი 6 მაისს დაიწყო და 6 ივნისს დასრულდა. ახალი წესის თანახმად ქვეყანას შეუძლია ერთ რეგიონში ქონდეს ოთხი რესურსი, მაგრამ საერთო ჯამში არა იმაზე მეტი რამდენი რეგიონიც აქვს (თუ ქვეყანს აქვს ერთი რეგიონი მას მაქსიმუმ 4 რესურსის აღება შეუძლია, თუ აქვს 4 ან 4 რეგიონზე მეტი მაგ:5 მაშინ მას მაქსიმუმ 5 რესურსი შეუძლია აიღოს). საქართველომ მოახერხა უმნიშვნელოვანესი რესურსების დასაკუთრება ტურნირის შედეგად საქართველოს აქვს 90% სახლის რესურსი რაც მსოფლიოში მხოლოდ 4 ქვეყანაშია და დამატებით 30% იარაღის რესურსი რეზინის სახით, რომელიც აფხაზეთში მოიპოვება. საქართველოს სწრაფვამ გაეზარდა წარმოება ქვეყანაში, მეზობელი იმპერიებსი გაღიზიანება გამოიწვია, რომელთაც დაკარგეს წვდომა ისეთ უმნიშვნელოვანეს რესურსებზე, როგორიც გრანიტი და რეზინი არის (30%-იანი ბონუსი) ამიტომ რესურსების ომის დასრულების შემდეგ საქართველო რუმინეთის და სერბეთის სამიზნე გახდა ისევე როგორც ადრიატიკა და მისი წევრი ქვეყნები.


Icon-pact.gif ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება

საქართველოს ამ დროისათვის ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს:

This country doesn't have any mutual protection pacts at the moment.


იხილეთ აგრეთვე